2024 წლის დეკემბერში jobs.ge-ზე 4 964 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც ნოემბერთან შედარებით 20.2%-ით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 5%-ით ნაკლებია.
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით, სულ გამოქვეყნდა 19 011 ვაკანსია, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
როგორც თრექერშია ნათქვამი, ვაკანსიების საერთო რაოდენობის კლებაზე დიდი გავლენა იქონია ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიაში ვარდნამ.
2024 წლის ივნისი-ნოემბრის პერიოდში, 3 709 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც წლიურად მაჩვენებელი 2.7%-ით არის გაზრდილი.
2024 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, 3 071 ვაკანსია გამოქვეყნდა ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუციის სფეროში, წლიურ მაჩვენებელში კლება 0.6%-ია.
2024 წლის ივნისი-ნოემბრის ჩათვლით, 4,804 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.