logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რა შემთხვევაში გამოცხადდება ჩინური კონსორციუმი ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად - მინისტრის განმარტება

რა შემთხვევაში გამოცხადდება ჩინური კონსორციუმი ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად - მინისტრის განმარტება

1722503301

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის ტენდერში გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები, რომელიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან იქნება შესაბამისობაში.

„ერთი პრეტენდენტი გამოვლინდა, დაფიქსირდა, მაგრამ გამარჯვებულად არ გამოგვიცხადებია, ამიტომ, გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ ის პირობები, რომელიც დასაზუსტებელია, იქნება შესაბამისობაში საკონკურსო პირობებთან. ამაზე მიდის დიალოგი და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, დღეს გამოვაცხადოთ გამარჯვებულად ეს კონსორციუმი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, გამარჯვებულად, შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი არც გამოცხადდეს.

„შესაძლოა არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ძირითადად ისინი სწავლობენ განახლებულ წინადადებას. შემდგომში მივიღებთ მათ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების გაზიარების შემდეგ, კონსორციუმთან მოხდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება ის პირობები.

ეს ჩვენი კითხვებია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მიმღები მხარე. მათი მხრიდან იყო, რა თქმა უნდა, დიალოგი, როდესაც რაღაც კონკრეტულ საკითხებში აინტერესებდათ სახელმწიფოს პოზიცია და ჩვენ ამას არა მხოლოდ ამ პრეტენდენტს, არამედ სხვა პრეტენდენტებსაც ინფორმაციას მუდმივად ვუზიარებდით. ჩვენ თუ მივიღებთ შესაბამის წინადადებას, გამოვაცხადებთ გამარჯვებულად. მერე წავა იურიდიული პროცესები უკვე შეთანხმების შედგენის. მაგრამ, ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით კონსულტანტის შეფასებას განახლებული წინადადების და ამის შემდეგ, საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოგვყევით