logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება

საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება

1775656366

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შესაბამისი ხელშეკრულება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა. 

მომსახურების  შესრულების საერთო ვადად 12  თვე განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, საგარეჯოში, ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი გათვლილი იქნება 300 მაყურებელზე.

გათვალისწინებულია  მსაჯების და  გუნდების ოთახების, საშხაპეების,  გასახდელების, სსამედიცინო ოთახის და  ტექნიკური სათავსოების მოწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას  გეგმავს.

გამოგვყევით