logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

1788510518

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შავი ზღვის სანაპირო ზოლში სანაპიროს დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დეტალური საინჟინრო პროექტის (DED) მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

სამუშაოები „მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარების პროგრამის” ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

დეტალური საინჟინრო პროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სულ მცირე ცხრა პრიორიტეტული ლოკაციისთვის, მათ შორის ქობულეთის სანაპიროსთვის. დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატგამძლე სანაპირო დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო საინჟინრო გადაწყვეტებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დეტალური საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად 9 თვე ექნება.

დაინტერესებულმა საკონსულტაციო კომპანიებმა სატენდერო წინადადებები არაუგვიანეს 2026 წლის 2 ოქტომბრისა უნდა წარმოადგინონ.

ტენდერის ბმული

გამოგვყევით