logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ალუმინის კონტეინერებზე მოთხოვნა HoReCa სექტორის მხრიდან მზარდია - Seal Tech Georgia რეგიონებში გაფართოებას გეგმავს

ალუმინის კონტეინერებზე მოთხოვნა HoReCa სექტორის მხრიდან მზარდია - Seal Tech Georgia რეგიონებში გაფართოებას გეგმავს

1777902120

ალუმინის კონტეინერებზე მოთხოვნა HoReCa სექტორის მხრიდან მზარდია, ამჟამად ვემსახურებით 10 ობიექტს და კიდევ უახლოეს მომავალში კიდევ დავიმატებთ 10 ობიექტს, - ამის შესახებ Seal Tech Georgia-ს თანადამფუძნებელმა გუგა კუნჭულიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროდუქტი ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისშია ხელმისაწვდომი, თუმცა ძალიან მალე კომპანია რეგიონებში გაფართოებას გეგმავს.

"Seal Tech Georgia ბაზარზე აქტიურად იანვრიდან გამოჩნდა. ჩვენ მომხმარებლებს დალუქვის სრულ სისტემას და FDA-სერტიფიცირებულ ალუმინის კონტეინერებს ვთავაზობთ, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღია. თავდაპირველად, ჩვენ პლასტმასის კონტეინერების აკრძალვის შესახებ არსებულ რეგულაციამდე გვქონდა იდეა, თუმცა აღნიშნული რეგულაციაც დაგვემთხვა დ შესაბამისად, უფრო მეტად მოთხოვნადი გახდა ჩვენი პროდუქტი. 

ბაზარზე არის მსგავსი ტიპის კომპანიები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანია საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს განვითარების გეგმები. მათ შორის, ახალი პროდუქტის დამატების, რომელიც ასევე, თერმულად დასალუქი კონტეინერი იქნება, თუმცა განსხვავებული კონცეფციის.

ძალიან დიდი ინვესტიცია სჭირდება აღნიშნულ ბიზნესს და მარტივად ვერ დაიწყებ. ამიტომ ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვვითარდებით და მალე რეგიონებშიც გამოვჩნდებით", - აცხადებს გუგა კუნჭულია.

მანვე აღნიშნა, რომ Seal Tech Georgia ეხმარება ქართულ რესტორნებს საკურიერო შეკვეთები მომხმარებლამდე უსაფრთხოდ, გაუხსნელად და ხარისხის სრული კონტროლით მივიდეს. დალუქვის სისტემა კი ამცირებს პრეტენზიებს, იცავს რესტორნის რეპუტაციას და ზრდის მომხმარებლის ნდობას.

ცნობისთვის, 1-ელი აპრილიდან სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია აიკრძალა.

ბიზნესი

გამოგვყევით