logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

ჩვენი სტუმრები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა შეინიშნება ევროპელი ტურისტების ზრდაც - "ჭრებალოს მარანი"

ჩვენი სტუმრები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა შეინიშნება ევროპელი ტურისტების ზრდაც, - ამის შესახებ  "ჭრებალოს მარნის" თანადამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება სტუმრებს შორის მცირე რაოდენობაა აზიური ქვეყნებიდან. 

"ღვინის მიმართულებით მხოლოდ ადგილობრივად ჩვენს რესტორანში ხდება რეალიზაცია. ამ ეტაპზე საექსპორტო მიმართულებით განვითარებას არ ვაპირებთ და უფრო სტუმარმასპინძლობის სფეროში გადმოვერთეთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ დიდი რაოდენობით არ ვაწარმოებთ და წარმადობაც არ გაგვიზრდია. სტაბილურად მივდივართ. რაც შეეხება რესტორნის სტუმრებს - 2025 წელს წინა წლებთან შედარებით უფრო გაზრდილი იყო სტუმრების რაოდენობა და სეზონიც უფრო ხანგრძლივად გაგვიგრძელდა.

ჩვენი სტუმრები ძირითადად არიან დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. თვითონ რეგიონის მიმართ არის გაზრდილი ინტერესი და ძირითად დაინტერესებას კერძები და ღვინო წარმოადგენს", - აცხადებს სალომე ლეკიშვილი.

რაც შეეხება "ჭრებალოს მარნის" სასტუმროს - როგორც მარნის თანადამფუძნებელი აცხადებს ობიექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია სასტუმრო მიმდინარე წელს გაიხსნას. 

გამოგვყევით