logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Black Friday-ის პერიოდში განსაკუთრებულ აქტივობას ველოდებით - "კოსმო"

Black Friday-ის პერიოდში განსაკუთრებულ აქტივობას ველოდებით, - ამის შესახებ ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმო "კოსმოს" თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან, აღნიშნულ პერიოდში ფასდაკლებებთან დაკავშირებით, ინტერესი უკვე არსებობს.

"Black Friday-ისთვის, რა თქმა უნდა, ვემზადებით. ჩვენ ყოველთვის მომხმარებლების სურვილებიდან გამოვდივართ ხოლმე და შესაბამის აქციებს ვთავაზობთ მათ. განსაკუთრებულად მოთხოვნად პროდუქციაზე, რომლის შეძენა მომხმარებლებმა ვერ შეძლეს, Black Friday-ის ფარგლებში ფასდაკლებული იქნება და ყველას შეეძლება ყიდვა. ძალიან კარგი შეთავაზებები გვექნება", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

მისივე ინფორმაციით,  "კოსმოს" პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე თითქმის ორმაგდება, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი - მამაკაცის ხაზიდან არის საფულეები, ხოლო ქალბატონების ხაზიდან ჩანთები, მათ შორის, ხელით მოხატული ჩანთები და სხვა. 

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. მათი პროდუქციისთვის ნედლეულის დიდი ნაწილი არის თურქეთიდან, თუმცა წარმოებაში გამოყენებულია სხვა ქვეყნიდან შემოტანილი მასალა და ასევე, გარკვეული პროცენტული წილი ქართულ ტყავსაც უჭირავს.

„კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საუკეთესო გარემოს ფორმირება

ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მიზანია საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის საუკეთესო გარემოს ფორმირება

გამოგვყევით