logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

G-HOME თბილისში, დამატებით 2 ახალ მაღაზიას გახსნის - კომპანიის გაფართოების გეგმები

G-HOME 2025 წელს, თბილისში 2 ახალ ფილიალს დაამატებს, - ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელმა ხატია სოფრომაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, G-HOME-ის ფილიალის დამატება რეგიონებში, კერძოდ კი კახეთშიც იგეგმება.

"G-Home-ის მაღაზიათა ქსელი ამ ეტაპზე წარმოდგენილია თბილისში, სავაჭრო ცენტრ "ისთ ფოინთში",  ასევე, ბათუმში, გორში, ზუგდიდში და ხაშურში. ამ ეტაპზე ვართ გაფართოების და განვითარების პროცესში. აღნიშნული გაფართოების ინვესტიციის მოცულობა დამოკიდებულია ადგილზე და შესაბამისად, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

უშუალოდ, მაღაზიაში წამყვანი ბრენდი არის საოჯახო ტექსტილის ბრენდი - ozdilek-ი და გარდა ამისა, წარმოდგენილია სამზარეულოს აქსესუარების ბრენდი Korkmazi , ასევე წვრილი ტექნიკის ბრენდი Arzum-ი გაყიდვები მზარდია და განსაკუთრებით მოთხოვნადი პროდუქტი არის საოჯახო ტექსტილი", - აცხადებს ხატია სოფრომაძე.

კომპანია G-HOME  Black Friday-ის და საახალწლო პერიოდში მომხმარებელთა აქტივობის განსაკუთრებულ ზრდას ელოდება, რადგან როგორც ხატია სოფრომაძე აღნიშნავს, G-HOME გარკვეულ ფასდაკლებებს გეგმავს.

ცნობისთვის, შპს "ჯი-ჰოუმ ჯორჯია"  2023 წელს შეიქმნა და ბაზარზე G-HOME-ის ბრენდით ოპერირებს. კომპანია  საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ BEKO-ს დამფუძნებლებმა დააფუძნეს. 

გამოგვყევით