logo
Loading data...

"ჩირიფრუტი" - სააღდგომო პასკებზე კონკურენცია ძალიან მაღალია

"ჩირიფრუტი" - სააღდგომო პასკებზე კონკურენცია ძალიან მაღალია

1713860161

სააღდგომო პასკებზე კონკურენცია ძალიან მაღალია, - ამის შესახებ ქართული ტკბილეულის კომპანია "ჩირიფრუტის" დამფუძნებელმა სოფიო ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, "ჩირიფრუტის" სააღდგომო პროდუქციაზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით მცირედით არის გაზრდილი.

"სააღდგომო პროდუქტების გარდა, რადგან აღდგომა საჩუქრებთან არის დაკავშირებული ჩვენ გვაქვს ახალი პროდუქტი შოკოლადის სიგარა, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლების მხრიდან. გარდა ამისა, კარამელის შოკოლადისგან გავაკეთეთ შოკოლადის ფორმის ხინკალი.

რაც შეეხება პასკას - ყოველ წელს ტრადიციული, ძველი რეცეპტით ვამზადებთ. ასევე, გვაქვს შოკოლადის კვერცხები", - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

ცნობისთვის, "ჩირიფრუტი" 2014 წელს დაარსდა. ბრენდი აერთიანებს 80-მდე სახეობის ტკბილეულს.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით