logo
Loading data...

"დელიკატო" მიმდინარე წელს თბილისში 5 ფილიალის დამატებას გეგმავს

"დელიკატო" მიმდინარე წელს თბილისში 5 ფილიალის დამატებას გეგმავს

1713960797

ფურშეტისა და საოფისე კვების კომპანია „დელიკატო“ მიმდინარე წელს თბილისში 5 ფილიალის დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზაქარაიამ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ეს იქნება კაფეს ტიპის ობიექტები, სადაც ძირითადად ტკბილეული და გამომცხვარი პროდუქცია იქნება.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტისთვის 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

თბილისში 2 კაფე უკვე გავხსენით. კაფეები მდებარეობს ინგოროყვას და მიცკევიჩის ქუჩებზე, ეს არის ჩვენი ახალი მიმართულება. აღნიშნული პროექტისთვის დაახლოებით, 150 000 ლარი დაიხარჯა“, - განაცხადა დავით ზაქარაიამ.

რაც შეეხება კომპანიის ძირითად მიმართულებას - "დელიკატო" მთელი საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებების ფურშეტით მომსახურებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მათი ერთ-ერთი სერვისი საოფისე კვების მიმართულებაა. როგორც დავით ზაქარაია აღნიშნავს, ფურშეტსა და საოფისე კვებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. 

ცნობისთვის, კომპანია „დელიკატო“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. წარმოება თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს. კომპანიაში ამჟამად, 30-მდე თანამშრომელია, თუმცა ღონისძიებების შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა პერიოდულად იზრდება.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით