logo
Loading data...

თბილისში, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7-10%-ით გაიზარდა

თბილისში, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7-10%-ით გაიზარდა

1714649280

Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,824 ერთეული შეადგინა და წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირდა.

ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა. ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირებულა.

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში. ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით