logo
Loading data...

"ინებე" - ჯანსაღი კვების დღიური რაციონის ადგილზე მიტანის სერვისზე მოთხოვნა იზრდება

"ინებე" - ჯანსაღი კვების დღიური რაციონის ადგილზე მიტანის სერვისზე მოთხოვნა იზრდება

1714119577

ჯანსაღი კვების სრული დღიური რაციონის ადგილზე მიტანის სერვისზე მოთხოვნა ყოველწლიურად, დაახლოებით, 30%-მდე იზრდება.

როგორც აღნიშნული სერვისის მიმწოდებელი კომპანიის "ინებეს" მენეჯერი ეთი შოშიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, მათი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები არიან, თუმცა პერიოდულად უცხოელებიც.

მისივე თქმით, ჯანსაღი კვების მიმართულება ყოველწლიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება .

"ჩვენს მენიუებს ნუტრიციოლოგები შეფ მზარეულთან ერთად ადგენენ. გვაქვს რამდენიმე დასახელების დიეტის მენიუ და მათგან ყველაზე მოთხოვნადი ექსპრეს დიეტაა. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად არიან 70 წლამდე მოქალაქეები”, - აღნიშნა ეთი შოშიაშვილმა.

კომპანიის მენეჯერის განცხადებით, "ინებე" სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდას და გაფართოებას გეგმავს.

ჯანსაღი კვების დღიური რაციონის ადგილზე მიტანის სერვისი თბილისში - “ინებე” ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. კერძები მათივე სამზარეულოში მზადდება და კომპანიაში ამჟამად 12 ადამიანია დასაქმებული.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით