logo
Loading data...

''ლუკა პოლარემ" ბათუმში მეექვსე ფილიალი გახსნა - ინვესტიცია  ₾120 000

''ლუკა პოლარემ" ბათუმში მეექვსე ფილიალი გახსნა - ინვესტიცია  ₾120 000

1713801900

კაფე-სანაყინეების ქსელი ''ლუკა პოლარე'' ბიზნესის განვითარებას განაგრძობს. კომპანიამ 20  აპრილს  ბათუმში ახალი, რიგით მეექვსე  ფილიალი გახსნა. აღნიშნული ობიექტი „გრანდ მოლში“  განთავსდა. 

როგორც  ''ლუკა პოლარეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ანი ციცქიშვილი აღნიშნავს, გაფართოების გეგმა მასშტაბურია და წლის განმავლობაში კომპანიის ქსელს ახალი ფილიალები დაემატება, როგორც საქართველოს ქალაქებში, ასევე აზერბაიჯანში. 

ახალი ობიექტი მომხმარებლებს ნაყინის, ცხელი და ცივი სასმელების და ლანჩის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. ციცქიშვილის  ინფორმაციით, ახალი ფილიალისთვის დამატებით ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმდნენ.

''სეზონის კარგი ამბებით დაწყება უკვე ტრადიციად გვექცა და ამჯერად შავი ზღვის სანაპიროთი ვიწყებთ და ბათუმში ახალი ფილიალი გავხსენით, რომელიც ''გრანდ მოლის“ მე-4 სართულზე მდებარეობს, ფილიალი სრული ფორმატის კაფეა  და ჩვენს სტუმრებს  სრული ასორტიმენტით ვმასპინძლობთ“ - განმარტავს ანი ციცქიშვილი. 

ცნობისთვის, ''ლუკა პოლარე'' კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია ოპერირებს: თბილისში 16 ფილიალით, ბათუმში - 6, ქობულეთში.

მარი ჩიტაია

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით