logo
Loading data...

"ნიკოლის" პროდუქცია დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ბაზარზე იყიდება

"ნიკოლის" პროდუქცია დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ბაზარზე იყიდება

1714479929

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის „ნიკოლი“ პროდუქცია დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ბაზარზე იყიდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნიკა ნიკოლაიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტი უკვე 2-ჯერ განხორციელდა.

ვიმედოვნებთ, რომ ისრაელსა და ბრიტანეთში ექსპორტს გავაგრძელებთ. რადგან მოკლევადიან პერიოდში მეორე შეკვეთაც გააფორმეს, ვფიქრობ, რომ დადებითი შედეგი დაიდება. ახლო მომავალში ერთ გამოფენაზე მივდივართ და ახალ კონტაქტებს კიდევ შევიძენთ“, - აცხადებს ნიკა ნიკოლაიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ახალი საექსპორტო ბაზრის დამატებას კომპანია არ აპირებს.

რაც შეეხება ნედლეულს - ნიკა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ტანსაცმლის წარმოებისთვის ნედლეული თურქეთიდან შემოაქვთ.

ცნობისთვის, საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით