logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია "გარგარი" გამოჩნდა

ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია "გარგარი" გამოჩნდა

1716899903

ქართულ ბაზარზე ტექნოლოგიური კომპანია „გარგარი“ გამოჩნდა. სტარტაპი  ხუთმა სტუდენტმა დააფუძნა, რომლებიც 6 თვეა  სხვადასხვა სახის პროექტებს ქმნიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სტარტაპის თანადამფუძნებელმა  ნიკოლოზ დვალიშვილმა განუცხადა, კომპანიის მიზანია დამკვეთისთვის სრული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის მიწოდება, რომელშიც პროდუქტის მაღალ ხარისხთან ერთად დამკვეთის ინფრასტრუქტურაში სრული ინტეგრაცია და კომპლექსური ტექნიკური მხარდაჭერა მოიაზრება.

„დაინტერესებულ მხარეს ვთავაზობთ  პროექტებს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ისე ვებ დეველოპმენტის კუთხით. ამაში შედის ვებგვერდებისა და აპლიკაციების დამზადებაც.  უკვე გყვავს დამკვეთები - ფიზიკური პირები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სერვისი კორპორატიული სეგმენტისთვისაც საინტერესო და მიმზიდველი გახდება. ასევე ჩვენ მიერ შეთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის სერვისები,ბიზნესს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში დაეხმარება,“-აცხადებს დვალიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უახლოეს მომავალში  „გარგარი“  აბიტურიენტებსა და სტუდენტებზე გათვლილ საინტერესო პროექტზე მუშაობს.  სტარტაპის თანადამფუძნებელი  აცხადებს,რომ  ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა  მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.

გამოგვყევით