logo
Loading data...

რესან ქიქავა: უძრავ ქონებაში ინვესტირების მიმზიდველობა კანდიდატის სტატუსმა გაზარდა

რესან ქიქავა: უძრავ ქონებაში ინვესტირების მიმზიდველობა კანდიდატის სტატუსმა გაზარდა

1714132800

„უძრავ ქონებაში ინვესტირება ფაქტია, რომ მიმზიდველი ხდება.“ -ამის შესახებ  „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა განაცხადა. რესან ქიქავას თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებამ ამ კუთხით ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.

„იქიდან გამომდინარე,  რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ყველას აქვს მოლოდინი, რომ სულ სხვა სურათი გვექნება უძრავი ქონების ბაზარზე. ამიტომ ამ გზაზე  თუ ხელს არაფერი შეგვიშლის, ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ძირითადი სტიმული, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ გამოჩნდეს კიდევ უფრო კარგად საინვესტიციო რადარზე. ამ კუთხით გვმართებს ყველას მეტი მუშაობა“,-აღნიშნავს რესან ქიქავა.

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზრის მიმზიდველობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უძრავი ქონების ბაზრის გამოფენაზე მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

ქრისტინე გამთენაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით