logo
Loading data...

"როცა საქმე ეხება საქართველოს ბაზარზე ინვესტორების შემოყვანას, პროცესი მაინც ჭიანურდება" - "ბიბლუსი ჯგუფი"

"როცა საქმე ეხება საქართველოს ბაზარზე ინვესტორების შემოყვანას, პროცესი მაინც ჭიანურდება" - "ბიბლუსი ჯგუფი"

1700573160

"როცა საქმე ეხება საქართველოს ბაზარზე ინვესტორების შემოყვანას, პროცესი მაინც ჭიანურდება" - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გაგნიძე აცხადებს.

მისი თქმით, ჯგუფი გასულ წელს  სლოვენიის ბაზარზე შევიდა, თუმცა, საპირისპირო პროცესი - ინვესტორების საქართველოს ბაზარზე შემოყვანა დროში ჭიანურდება.

ჩვენ „ბიბლუსი ჯგუფი“ შარშან შევედით ევროპულ ბაზარზე, სლოვენიაში. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იყო მარტივი მიზეზით - ძლიერ და სტაბილურ ბაზარს ვეძებდით, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ინვესტირება და ჩვენი შესაძლებლობების დივერსიფიკაცია. ზუსტად ამ მიზნითვე, აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, მაგრამ პროცესი მაინც ჭიანურდება, როცა საქმე ეხება საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას“ - ამბობს ირაკლი გაგნიძე.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ინვესტორებს უფრო მეტ გარანტიას მისცემდა.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის და ბიზნესის განვითარებაში. ეს სტატუსი დარწმუნებული ვარ, მისცემს სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტიას ინვესტორებს და ადგილობრივ ბიზნესს, რომ უფრო მეტად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში. მათ შორის, გააუმჯობესებს შესაძლებლობას, ქართულმა ბიზნესმა საერთაშორისო ბიზნესთან აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები და როგორც დამოუკიდებლად, ასევე ერთიანად და ერთად განავითარონ ქართული ბაზარი, ქართული ბიზნესი“ - აცხადებს ირაკლი გაგნიძე.

შეგახსენებთ, „ბიბლუსი ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.

ამ დროისთვის კომპანიას  ქვეყნის მასშტაბით 67 ფილიალი აქვს. ჯგუფში “პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელია, ისევე როგორც XS TOYS-ი, რომელიც სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქტების საბითუმო და საცალო სფეროში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს და პროდუქციის ასორტიმენტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით არის წარმოდგენილი.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით