საქართველოში წარმოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტიდან მწარმოებლებმა 2024 წელს 25,4 მილიონ დოლარის შემოსავალი მიიღეს.
"საქსტატის" მონაცემებით, მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 5%-ით არის შემცირებულია.
ქართული სამკურნალო საშუალებების ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი
უზბეკეთი - 7,926 მლნ დოლარი
სომხეთი - 4,048 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 3,453 მლნ დოლარი
ტაჯიკეთი - 2,281 მლნ დოლარი
ყაზახეთი - 2,011
ექსპორტიორთა ჩამონათვალშია ევროკავშირის ქვეყნებიც, თუმცა მათი წილი უმნიშვნელოა, სულ 2024 წელს საქართველოში წარმოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 1,241 მლნ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტიორი ფარმაცევტული კომპანიებისთვის GMP სტანდარტის დანერგვა 2026 წლამდე გადავადდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ერთწლიანი საშეღავათო პერიოდის დაწესება ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტიორებისთვის რეგულაციის პირობების დაკმაყოფილებისა და საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით ახსნა.