logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე 100%-ით იზრდება -  მაღაზიების ციფრული პლატფორმა Extra.ge

სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე 100%-ით იზრდება -  მაღაზიების ციფრული პლატფორმა Extra.ge

1717414860

იქომერის (ელექტრონული კომერციის) ბიზნესი საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება და ამ ტენდენციას მივყვებით, გაყიდვებში ყოველწლიურად მკვეთრი ზრდაა, - აცხადებს ‘’ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტმაღაზია Extra.ge -ს დირექტორი მიშა კოდუა.

მისი შეფასებით, კომპანიის სერვისებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე 100%-ით იზრდება, რაც ზოგადად ელექტრონული კომერციის მიმართ მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეული.

როგორც კოდუა განმარტავს, ონლაინ გაყიდვების გააქტიურება დაკავშირებულია როგორც ტექნოლოგიურ მიღწევებთან, აგრეთვე ცხოვრების რეჟიმთან. გარდა ამისა, ხელსაყრელია ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც ონლაინ შოპინგი დროის დაზოგვაში ეხმარება.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, Extra.ge-ზე სხვადასხვა კატეგორიის 150 000-ზე მეტი პროდუქტი არის განთავსებული. ყველაზე დიდი პოპულარობით კი ტექნიკა  სარგებლობს, რომელსაც გაყიდვების 60% უჭირავს. ონლაინ მაღაზია სხვადასხვა პროდუქციის ექსპორტს ჩინეთიდან, თურქეთიდან და აშშ-დან ახორციელებს.

ონლაინ მაღაზიის დირექტორი ელექტრონული კომერციის პერსპექტივაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გაყიდვების ბაზარზე პერსპექტივა აქვს როგორც  e-Commerce-ს, ისე  Quick Commerce-იას (სწრაფი მიწოდება), რომელიც  ძალიან სწრაფად ვითარდება. Extra.ge-ს ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, სწრაფ ზრდაში სერიოზული წვლილი შეიტანოს. სწრაფი მიწოდების სერვისი ჯერჯერობით თბილისსა და ბათუმში მოქმედებს, სამომავლოდ კი ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.

ამასთან, კომპანიის სამომავლო გეგმაშია ასორტიმენტის გაფართოება და ისეთი კატეგორიების დამატება, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერჯერობით არ არის.

ცნობისთვის, Extra არის JSC Digital Area -ს Beyond the Banking ეკოსისტემაში შემავალი ერთ-ერთი კომპანია. JSC Digital Area აერთიანებს საქართველოში არსებულ რამდენიმე მსხვილ ციფრულ პლატფორმასა და ციფრულ პროდუქტს, მათ შორის optimo.ge, adapter.ge, izibox.ge.

მარი ჩიტაია 

გამოგვყევით