logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შეიფერე ქართული" - ლიმონათი "ნატახტარი" 20 წლის იუბილეს განახლებული შეფუთვით ხვდება

"შეიფერე ქართული" - ლიმონათი "ნატახტარი" 20 წლის იუბილეს განახლებული შეფუთვით ხვდება

1751526780

ლიმონათინატახტარი“, რომელიც უკვე ორი ათწლეულია საქართველოში გაზირებული უალკოჰოლო სასმელების კატეგორიის ლიდერია, 20 წლის იუბილეს განახლებული ვიზუალით ხვდება. საყვარელი ბრენდის ახალი შეფუთვა ქართულ ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს კიდევ უფრო გამორჩეულ და თანამედროვე გამოცდილებას ჰპირდება.

„20 წლის იუბილე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ბრენდისთვის, რის აღსანიშნავადაც გადავწყვიტეთ პროდუქციის შეფუთვის განახლება. მომხმარებელთა სურვილები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, პირველ რიგში, ჩავატარეთ არსებულ შეფუთვაზე კვლევა, რათა გაგვეგო რა ცვლილებებს ისურვებდნენ ჩვენი მომხმარებლები. კვლევის შედეგად მიღებული პრეფერენციების საფუძველზე შევიმუშავეთ ახალი დიზაინი, რომელზეც საერთაშორისო სააგენტომ იმუშავა, - აღნიშნა ეფეს საქართველოსუალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერმა, გურანდა ნემსაძემ.

დიზაინის განახლების პროცესი გუნდისთვის განსაკუთრებით საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა: უცხოელ პარტნიორებთან მუშაობისას აუცილებელი იყო ქართული ბაზრის და ბრენდის კულტურის სრულფასოვანი გაცნობა.მთავარი ამოცანა იყო ლიმონათინატახტარისშეფუთვის მოდერნიზაცია ისე, რომ ბრენდი დარჩენილიყო ლიმონათის კატეგორიაში, მაგრამ ვიზუალურად უფრო თანამედროვე და გამორჩეული გამხდარიყო.“

ლიმონათი „ნატახტარის“ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გზავნილია „შეიფერე ქართული“, რომელიც ხაზს უსვამს ქართულობის შეგრძნებას და ბრენდის იდენტობას.

რაც ქართულიაჩვენია. და რაც ვიცით, რომ ჩვენიაიმით ვამაყობთ. სწორედ ლიმონათინატახტარიარის ის ბრენდი, რომელიც უნდა შევიფეროთ, ჩვენ გვჯერა, რომ ყველასათვის საყვარელინატახტარისახალი შეფუთვა ახლა უფრო დაამშვენებს როგორც ყოველდღიურობას, ისე განსაკუთრებულ მომენტებს“,აღნიშნავსეფეს საქართველოსუალკოჰოლო სასმელების მარკეტინგის მენეჯერი.

გზავნილის ირგვლივ შეიქმნა კამპანია, რომლის კრეატიულ ნაწილზეც „ეფეს საქართველომ“ სააგენტო „ბეთერფლაისთან“ ერთად იმუშავა.  რეჟისორ  გიორგი მეშველიანთან ერთად 3 სერიული რგოლი შეიქმნა, რომლებიც ვიზუალურად ხალისიანად გადმოსცემს იდეას.

შეგახსენებთ, რომ ლიმონათი „ნატახტარი“ არამხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ლიდერია, არამედ წარმატებით არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე — პროდუქტი 2006 წლიდან გადის ექსპორტზე და ამჟამად მსოფლიოს 23 ქვეყანაში იყიდება.

 

გამოგვყევით