logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შოკოტელა" თბილისში მეორე ბრენდულ მაღაზიას ხსნის

ხელნაკეთი შოკოლადების მწარმოებელი კომპანია "შოკოტელა" თბილისში მეორე ბრენდულ მაღაზიას ხსნის. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გაფართოება მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე გახდა საჭირო. 

"მეორე ფილიალი შარდენის ტერიტორიაზე, "ქარვასლას" სავაჭრო ცენტრში გაიხსნება.  ეს არის ტურისტული უბანი და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ ტერიტორიაზე ფილიალის დამატება, რომელიც, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივები", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, "შოკოტელას" გაყიდვები მიმდინარე თვეში რეკორდულად გაიზარდა. მარიამ კაპანაძის ინფორმაციით, ამის მიზეზი ე.წ. დუბაის შოკოლადის ფილაზე გაზრდილი მოთხოვნაა.

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე თვეში ძალიან დიდი გაყიდვები გვაქვს. საშუალოდ 20-25%-იანი გაყიდვების ზრდა ყოველთვის ფიქსირდება", - აღნიშნა მარიამ კაპანაძემ. თქმით, 

ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს.

გამოგვყევით