სასმელების მაღაზია "სმაგლერსი" ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა.
"სმაგლერსში ვთვლით, რომ საქართველოსთვის დასავლური კურსი უალტერნატივოა. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა. შესაბამისად, ყოვლად მიუღებელია ძალადობა ადამიანებზე, რომლებიც მშვიდობიანად იცავენ ქვეყნის ისტორიულ არჩევანს",- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.