logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

სტარტაპმა HALO ფილიალი "თბილისი მოლში" გახსნა

ქართული სტარტაპი Halo უკვე რამდენიმე წელია მომხმარებლებს ინტერიერისთვის განსხვავებულ და ორიგინალურ აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც ხის მეტალის და ეპოქსიდის სინთეზით იქმნება.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ანა ერემეიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ასორტიმენტი გაამრავალფეროვნეს, რამაც პროდუქციის რეალიზაციისთვის ახალი სივრცის გახსნის აუცილობლობაც შექმნა და მომხმარებელს HALO-ს პროდუქციის შეძენა უკვე “თბილისი მოლშიც” შეეძლებათ.

"ეს იქნება შესაძლებლობა ჩვენი მომხმარებლისთვის, რომ ადგილზე დაათვალიერონ, მიიღონ კონსულტაცია, სრული ინფორმაცია, შეიძინონ ან გააფორმონ ინდივიდუალური შეკვეთა. ჩვენი სახელოსნო ვარკეთილში მდებარეობს, თუმცა უკვე დიღომშიც შეგვიძლია გავუწიოთ კონსულტაცია ჩვენს მომხმარებლებს.

ჩვენი მიზანია გავზარდოთ წარმოება და მეტ ფიზიკურ სივრცეში გავაცნოთ მომხმარებლებს ჩვენი პროდუქცია. ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ პროდუქციის ახალი ხაზების დამატებაზე და ექსპორტზე, რამდენიმე ქვეყანა შევარჩიეთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ერთ-ერთი მიმართულებით პირველი პარტია რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა და სულ მალე დაიწყება რეალიზაციაც.“- აღნიშნავს, ანა ერემეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე, რომელიც პოსტმანდემიურ პერიოდში მეგობრებმა ერთი პროდუქტით წამოიწყეს, დღეს უკვე 15-მდე სახეობის დეკორაციას აერთიანებს. კომპანია მომხმარებელს განსხვავებული ტექნოლოგიით და მასალით დამზადებულ ხელნაკეთ დეკორატიულ აქსესუარებს სთავაზობს, რომელიც მისაღები ოთახის სარკეებს, ასევე სააბაზანოსა და სამზარეულოს ინტერიერისთვის განკუთვნილ ნამუშევრებს მოიცავს, რაც თავის მხრივ 15 სახეობის პროდუქციას აერთიანებს.

გამოგვყევით