logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

The Cone Culture Ice Cream-ის ბეკონის ნაყინი ბაზარზე 1 კვირაში გამოჩნდება

The Cone Culture Ice Cream-ის ბეკონის ნაყინი ბაზარზე 1 კვირაში გამოჩნდება, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის მენეჯერმა იოანა სარქისიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიას მოლოდინი აქვს, რომ ახალი გემო გაამართლებს.

"მომხმარებლებს ხშირად ვთავაზობთ განსხვავებულ და უცხო გემოს მქონე ნაყინებს. მათ შორის, ხშირად ვამატებთ ნიორს, ასევე გვაქვს შოკოლადისა და აჯიკის ნაყინი და ლურჯი ყველის. ნივრის ნაყინი საკმაოდ მოეწონათ ჩვენს მომხმარებლებს და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ბეკონის ნაყინიც დაიმსახურებს მოწონებას. მას უფრო პიკანტური და ნაზი გემო ექნება", - აღნიშნა იოანა სარქისიანმა.

კომპანიის მენეჯერის ცნობით, The Cone Culture Ice Cream-ის გაყიდვები ზამთრის პერიოდთან შედარებით 25%-ით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი კი, მარწყვი რეჰანით არის.

იოანა სარქისიანის თქმით, კომპანია სამომავლოდ ექსპორტზე გასვლას და ადგილობრივ ბაზარზე განვითარებასაც გეგმავს.

ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოს #5-ში და ვეკუას 

გამოგვყევით