logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ტყავის აქსესუარების ბრენდი"ტერმიტის" მწარმოებელი კოტეჯების ბიზნესში შევიდა

ტყავის აქსესუარების ბრენდი"ტერმიტის" მწარმოებელი კოტეჯების ბიზნესში შევიდა

1707559200

ტყავის აქსესუარების ბრენდი „ტერმიტის“ მწარმოებელი მიხეილ ბერძენიშვილი კოტეჯების ბიზნესში შევიდა. როგორც მიხეილ ბერძენიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა მან კომპანია KOTE.GE სექტემბერში შეიძინა და განავითარა.

მისივე ინფორმაციით, KOTE.GE მოიცავს მეტალის რთულ სამუშაოებს, ავეჯის ინტერიერს, დროებითი საცხოვრებელი კონტეინერების/კოტეჯებისა და საოფისე ოფისების მშენებლობას.

კომპანია Kote.ge სექტემბერში შევიძინე. ეს არ მოიცავს მხოლოდ კოტეჯებს. ეს კომპანია მოიცავს მეტალის რთულ სამუშაოებს, ავეჯის ინტერიერს, ასევე ჩვენ ვაკეთებთ დროებით საცხოვრებელ კონტეინერებს/კოტეჯებს მშენებლებისთვის, კორპუსებისთვის და ასევე, ვაწარმოებთ გაყიდვების ოფისებს. დამკვეთები ძირითადად კერძო პირები არიან, თუმცა ბოლო შეკვეთა იყო სამშენებლო კომპანიის მხრიდან, დროებითი საცხოვრებელი კონტეინერი. ადგილობრივი ბაზრის მასალებით ვაკეთებთ ყველაფერს - გამოიყენება ფოლადი და ხის მასალა. ჩვენთან 450 აშშ დოლარიდან იწყება 1 კვ.მ კოტეჯის ღირებულება.

სექტემბრიდან დღემდე ჯამში 4 პროექტი გვაქვს განხორციელებული. ამ ეტაპზე რამდენიმეს ვახორციელებთ.  სამშენებლო სეზონი არ არის, თუმცა შეკვეთები მაინც გვაქვს. გაზაფხულიდან ვვარაუდობთ, რომ უფრო აქტიური სეზონი დაიწყება. ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ, გასაქირავებელი კოტეჯების შეკვეთებზე. ადამიანებს, რომელთაც სურთ, რომ კერძო ბიზნესი დაიწყონ ძირითადად მათთვის ვამზადებთ კოტეჯებს. დამკვეთების 90%-ს ამ კოტეჯების გამოყენება კომერციული მიზნებისთვის სურთ, ხოლო 10% კერძო შეკვეთებია“, - განაცხადა მიხეილ ბერძენიშვილმა.

გამოგვყევით