"როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალი ერთვება პრიორიტეტების გადალაგება ხდება ხოლმე", - ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ფერიდე ტვილდიანმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს ძირითადი მიმართულება სოფლად მცხოვრები ქალების გადაწყვეტილების მიღების პროცესში გააქტიურების ხელშეწყობაა და ამ მიმართულებით ინტერესი არის.
"ჩვენ აქტიურად ვხვდებით მოქალაქეებს და განსაკუთრებით ქალებს იმისათვის, რომ პირდაპირ მათგან გავიგოთ ის საჭიროებები, რომლებიც მათ აქვთ. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით არის დასახლებული და ჩვენ აქ ყველა სოფლებში შევდივართ იმისათვის, რომ უშუალოდ ქალებისგან მოვითხოვოთ საჭიროებები.
ამ ბოლო პერიოდში ქალებს თავიანთი წარმოება აქვთ და საკმაოდ ბევრია ამ მიმართულებით. გენდერული საბჭო გარდა იმისა, რომ პრობლემებს ვიკვლევთ, ასევე ვიკვლევთ ადამიანებს და ქალებს, რომლებიც არიან წარმატებულები და ჩვენ ვცდილობთ ეს ადამიანები წარმოვაჩინოთ, რადგან სხვა ქალებისთვის ეს იყოს მოტივაცია.
2022 წელს ჩვენმა მუნიციპალიტეტმა მივიღეთ გადაწყვეტილება, საერთო კრებების დებულებაში შევიტანეთ ცვლილება, რომელიც ეხება იმას, რომ კრება არ იქნება ლეგიტიმური თუ მას არ დაწყება განსხვავებული სქესის 30%.
ერთ-ერთ სოფელში კრებაზე მამაკაცთა უმრავლესობა ე.წ. თავშეყრის ადგილებს ითხოვდნენ, თუმცა როდესაც ქალები ჩაერთნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულიად შეცვალეს ეს მოთხოვნა და გარე განათებების დასრულება მოითხოვეს. ქალები ძირითადად ორიენტირებულები არან არა მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე, არამედ იმაზე, რომ მათი შვილებისთვის და მათთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს", - აცხადებს ფერიდე ტვილდიანი.