logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ქვეყანაში ენერგიის დასაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

"ქვეყანაში ენერგიის დასაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს" - სახელმწიფო ელექტროსისტემა

1758032940

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორმა პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგიამ სამუშაო შეხვედრა გამართა ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტის ფარგლებში ტენდერში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის (ADB) და კომპანია Mercados-ის წარმომადგენლები.

"შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. განიხილეს პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. შეხვედრის მონაწილეებს, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებთან ერთად, საშუალება ჰქონდათ, სსე-ის კუთვნილ ქვესადგურში "ქსანი 500" დაეთვალიერებინათ შემნახველი ბატარეების მოწყობისა და ქვესადგურთან დაკავშირების ადგილი. 

ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს გადამცემი სისტემის მდგრადობისთვის, უზრუნველყოფს მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციის ლიმიტების გაზრდას და ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას. 

პროექტის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, მეზობელი ქვეყნების ქსელის სტაბილურობის მხარდაჭერაზე საქართველოს დამოკიდებულების შემცირება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოგვყევით