logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ინფრასტრუქტურის სექტორი ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას არ ემხრობა

ინფრასტრუქტურის სექტორი ე.წ. თეთრი სიის გაუქმებას არ ემხრობა. როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, ზვიად თოიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, სიაში არასამართლიანად მოხვედრის ფაქტები არსებობდა, ამიტომ სისტემა უნდა გამკაცრდეს. კერძოდ, მოდიფიცირება უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ნებისმიერი კომპანია სურვილის შემთხვევაში "თეთრ სიაში" დამსახურებულად უნდა მოხვდეს.

"პროექტში ცვლილებები, თუ ხშირად შედის, ეს ყველაფერი ვადის გადავადებას იწვევს. პრობლემების ძირითადი მიზეზია, რომ პირველივე ეტაპზე პროექტების დიზაინის ხარისხი უნდა დაიხვეწოს.

მინდა გითხრათ, რომ მთავრობას ჰქონდა შეხედულება ე.წ. თეთრი სიის გაუქმებაზე, თუმცა ჩვენი სექტორი აღნიშნულ ინიციატივას არ ვეთანხმებით. კერძოდ, მოდიფიცირება უნდა მოხდეს, თუმცა გაუქმებას ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. ამ ყველაფერთან დაკავშირებით დისკუსია გვქონდა, ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ გვინდა და სახელმწიფოს მხრიდანაც გარკვეული სახის მზაობაც გვაქვს. 

"თეთრი სიაში" მოხვედრა არც ისე რთული იყო, შესაძლოა ბევრი კომპანია იქ მოხვედრას არც იმსახურებდა - რამდენიმე შემთხვევა, შეიძლება, იყო, როდესაც "თეთრ სიაში" ყოფნა შესაბამისმა კომპანიებმა არამართებულად გამოიყენეს... ჩვენ დახვეწას ვემხრობით, რომ კომპანიებმა "თეთრი სიაში" მონაწილეობა დამსახურებულად მიიღონ", - აღნიშნავს ზვიად თოიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 სექტემბერს საქართველოს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა. მხარეებს შორის შეხვედრის მთავარი თემა "თეთრი სიის" საკითხი იყო, სადაც მისი გაუქმება, თუ დახვეწის შესაძლებლობები განიხილეს.

ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.

გამოგვყევით