logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"4 წელიწადში, ქვეყანაში საშუალო ხელფასი ₾3 500-ს გადააჭარბებს" - პრემიერი

"4 წელიწადში, ქვეყანაში საშუალო ხელფასი ₾3 500-ს გადააჭარბებს" - პრემიერი

1730017160

"მშვიდობას მოაქვს განვითარება და ჩვენ უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას, ყოველდღიურ მუშაობას იმისათვის, რომ ქვეყანას მოვუტანოთ ის წინსვლა, რაზეც იყო საუბარი ჩვენს საარჩევნო პროგრამაში,"- – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

" მშვიდობის პირობებში ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე 4 წლის თავზე საქართველო იქნება განვითარების სრულიად სხვა დონეზე. ჩვენ გვქონდა საუბარი კონკრეტულ მონაცემებზე. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 50 მილიარდიდან ამ ოთხ წელიწადში 90 მილიარდ ლარამდე, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური მიზნები და ვფიქრობთ, რომ 4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე.

40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. 3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მოვახერხეთ და 712 ნახევარი ლარიდან უკვე გავზარდეთ 2000 ლარამდე საშუალო ხელფასი. 3500 ლარი გახდება 4 წლის თავზე. 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენი პროგრამის განხორციელების შემდეგ 4 წლის თავზე. დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, ანაკლიის პორტი, ახალი უნივერსიტეტები, ასაშენებელი გვაქვს ასობით ახალი სკოლა და საბავშვო ბაღი. ამ ყველაფერზე უკვე დღეიდან განვაახლებთ მუშაობას.

ამ სიკეთით ისარგებლებს რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, გადაწყდა მშვიდობის ბედი ჩვენს ქვეყანაში და მშვიდობა მოიტანს უპრეცედენტო განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 54.086%-ით (1 117 480 ხმა) ლიდერობს.

რაც შეეხება  პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.923 % (225 680 ხმა) მიიღო.

„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.122% (209 137 ხმა) მოიპოვა;

„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.781 % (181 424 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.761% (160 354 ხმა).

გამოგვყევით