logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ექსპორტის ფასების ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.6%-ით - საქსტატი

ექსპორტის ფასების ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 0.6%-ით - საქსტატი

1732089449

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში ფასების 2.3 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე.  ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 11.2 პროცენტით. სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 36.2 პროცენტით, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე 8.5 პროცენტით, ხოლო წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე 17.2 პროცენტით. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 15.3 პროცენტით.

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 0.4 პროცენტიანი ზრდა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ფასები 14.5 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 2.1 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 7.0 პროცენტიანი შემცირება. რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 1.9 პროცენტიანი კლება.

გამოგვყევით