logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს"

"მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს"

1765276235

2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და გაეროს შორის  2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით,  საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად კვლავ რჩება სიღარიბის შემცირება და დასაქმების მაჩვენებლის ზრდა. 2025 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, დღეს, ქვეყანაში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანია დასაქმებული. სიღარიბე კი 2012 წლის 30%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გასული წლის მდგომარეობით, ისტორიულ მინიმუმამდე, 9,4%-მდეა შემცირებული. მიუხედავად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, სიღარიბისა და უთანასწორობის შემდგომი შემცირება, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებითაც, საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოდ გარდაქმნას გულისხმობს.  ეს მაჩვენებლები გვიმყარებს რწმენას, რომ ქვეყნის განვითარების კურსი სწორად არის განსაზღვრული. საქართველომ ჩამოაყალიბა ეფექტიანი მმართველობის სისტემა, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს, ეკონომიკური წინსვლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ამ წარმატების ფუნდამენტს კი წარმოადგენს ჩვენი ძირითადი პრინციპი, უზრუნველვყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი, პროგნოზირებადი გარემო, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკური განვითარების საფუძველია“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით