logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ნინო ენუქიძე: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა

ნინო ენუქიძე: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა

1727774148

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მესამე კვარტლის გეგმა 216%-ით შესრულდა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნინო ენუქიძის  ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აქტიური პრივატიზაციის შედეგად, მესამე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 38 მლნ ლარის ნაცვლად, 82 მილიონ ლარზე მეტი გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, საანგარიშგებო პერიოდში გამოცხადდა 337 ელექტრონული აუქციონი, რომელთა უმეტესობა წარმატებით დასრულდა.

„ასევე აღსანიშნავია, რომ გადაჭარბებით შესრულდა სამივე კვარტლის საპრივატიზებო გეგმაც, შედეგად, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული 110 000 000 ლარის ნაცვლად, ცენტრალურ ბიუჯეტში  180 000 000 ლარზე მეტია მობილიზებული “ - აღნიშნა ნინო ენუქიძემ.

მისივე თქმით, ბიზნესი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში, შესაბამისად, ქონების სააგენტოსა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია ცხრა თვის ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება.

„ბიზნესთან მუშაობას გავაგრძელებთ ინტენსიურად და ვეცდებით, რომ წლის ბოლოსაც საუკეთესო შედეგები გვქონდეს“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გამოგვყევით