Chili's-ი მივიწყებული რესტორნების ქსელია, რომელსაც 49-წლიანი ისტორია აქვს. ცხიმიანი ამერიკული პროდუქტების მიმწოდებელი წლების განმავლობაში, კარგავდა მოწინავე პოზიციას ბაზარზე, განსაკუთრებით კი თანამედროვე რესტორნების, როგორიცაა Olive Garden და Texas Roadhouse-ის ფონზე.
როგორც CNN-ის სტატიაში ვკითხულობთ, Chili's თითქმის ყველაფერს არასწორად აკეთებდა. მისი რეკლამა ორიენტირებული იყო ფასდაკლებებზე, მოგებაზე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო ინვესტიციის ჩადება რესტორნების მოდერნიზაციაში, მენიუს განახლებაში და პერსონალის შენარჩუნებაში, რაც თანამშრომლების გადინებას იწვევდა. მომხმარებლებს ასევე, ნელი სერვისი და მოძველებული ატმოსფერო აწუხებდა.
“ჩვენ ვცდილობდით გვქონოდა ყველაზე დაბალი ფასები. ამან ძალიან გაგვირთულა საჭირო ინვესტიციების განხორციელება რესტორნებში.”- თქვა კევინ ჰოჩმანმა, Chili-ს პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.
კომპანიამ 2022 წელს დაიბრუნა პოპულარობა ჰოჩმანის დახმარებით და მეტიც, სოციალურ პლატფორმებზე Chili's-ის განახლებული მენიუს დაგემოვნება ტრენდად იქცა.
იმის ფონზე, რომ Red Lobster და TGI Fridays გაკოტრების შესახებ განაცხადეს, ასევე, Denny's-მა და Applebee-მა მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს და არც McDonald's, Burger King-ს და KFC-ის ჰქონიათ კარგი წელი, Chili's სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, რომლებიც $6-იან მარგარიტას და ახალ $10,99-იან "Big Smasher" ბურგერებს ირჩევენ.
ამავდროულად, მენიუში ძვირადღირებული კერძები და სასმელებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში, რესტორნის გაყიდვები 14.1%-ით გაიზარდა, გასულ კვარტალში და 14.8%-ით წინა კვარტალში.
აღსანიშნავია, რომ Chili-ს აქციები 200%-ზე მეტით გაიზარდა.