2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით 22 ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იგეგმება, რაც ოთახების რაოდენობას 2 865-ით (+5,3%), ხოლო საწოლების რაოდენობას 5 550-ით (+4,3%) გაზრდის. ამის შესახებ PMCG-ის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის მარტის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში სასტუმროების ოთახების რაოდენობა 53 759-ს შეადგენს, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა - 128 015-ს.
"2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3 198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%)", - აღნიშნულია ტურიზმის მიმოხილვაში.