სს "წყალი მარგებელი"-ს მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"ბოლო მოვლენების შედეგად დაკავებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა,"-წერს კომპანია საკუთარ ფბ გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ "წყალი მარგებელი" FREEBUSINESS.GE -ს შეურთდა,სადაც 12:00 საათისთვის, უკვე 1101-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც არჩევნების დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს.