logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

1734593351

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 6 010.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 101.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 6.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, 9 090.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 166.1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (795.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (664.4 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 500.9 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 828.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (1 635.5 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 939.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 269.4 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 965.8 მლნ. აშშ დოლარი).

2024 წლის იანვარ-ნოემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 218.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 36.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპირტიანი სასმელები 270.4 მლნ. აშშ დოლარით (4.5 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3 082.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 185.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 562.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7 პროცენტი).

გამოგვყევით