logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა - CNBC

გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერში 2,6%-მდე გაიზარდა.   - ამის შესახებ CNBC-ი წერს.

აღსანიშნავია, რომ ინფლაციური ზრდა ზედიზედ მეორე თვეა ფიქსირდება, რაც ინგლისს სამიზნე 2%-იან მაჩვენებელთან კიდევ უფრო აშორებს. 

”ეს აღმავალი ტრაექტორია, როგორც ჩანს, გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაშიც, რასაც გაამწვავებს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, მათ შორის საჯარო სექტორში უფრო მაღალი ანაზღაურება, მინიმალური ხელფასის ზრდა და ბიზნესზე ზეწოლა, რომელიც გამოწვეულია დამსაქმებლებისთვის საგადასახადო შენატანების გაზრდით.” - თქვა ჯო ნელისმა, ბუღალტრული აღრიცხვის MHA-ს ეკონომიკურმა მრჩეველმა.

კვლევითმა ჯგუფმა Capital Economics-მა განაცხადა, რომ გამორიცხავს ინგლისის ბანკის მიერ (BOE) დეკემბრის განაკვეთის შემცირებას.

“მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლები ძირითადად ემთხვეოდა BOE-ს პროგნოზებს. ნამდვილად შემაშფოთებელია  გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის მოსალოდნელზე სუსტი ზრდა, რომელიც ბანკის პროგნოზებს ჩამორჩება,” - თქვა ჯორჯ დიბმა, საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (IPPR) ეკონომიკური პოლიტიკის ასოცირებულმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ოქტომბერში 0.1%-ით შემცირდა. ბრიტანული ფუნტი აშშ დოლართან მიმართებით 0,06%-ით და ევროსთან 0,19%-ით კლების ფონზე ივაჭრებოდა.

ამავდროულად, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მომავალი წლისთვის მონეტარული პოლიტიკის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, ამ კვირაში, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა, სავარაუდოდ, შეამცირებს განაკვეთებს მეოთხედი პუნქტით, რაც წლის ჭრილში მთლიან შემცირებას სრულ პროცენტულ პუნქტამდე აიყვანს. თუმცა, გარკვეული სკეპტიციზმი რჩება იმის შესახებ, უნდა გადადგას თუ არა ეს ნაბიჯი ინფლაციური ზეწოლის გათვალისწინებით.

გამოგვყევით