ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
„5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი იხარჯებოდა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აზიანებდა კიდეც) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროგრამების დარჩენილი 18%-ის (დაახლოებით 1000 კონტრაქტი) უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება განხორციელდეს. მადლობა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და ჩენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომელმაც მრავალი საათი იმუშავა ამ დიდი ხნის საჭირო და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო.
1tv.ge