„ზოგადად მევენახეობა და მეღვინეობა არასდროს გვპატიობს გულგრილობას“, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლა ღამის „ბიზნესპარტნიორში“ აცხადებს.
მისი შეფასებით, მევენახეობასა და მეღვინეობაში ხარისხის მისაღწევად მხოლოდ შრომა საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია რამდენად ეფექტიანად გამოიყენება ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ლევან მეხუზლას შეფასებით, ვენახის მოვლისა და ღვინის წარმოების პროცესში გადაწყვეტილებები კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა მიიღებოდეს.
„საქართველო იმით არის გამორჩეული, და ამით ვამაყობთ ჩვენ, რომ ყოველი კვადრატული მეტრი განსხვავებულია. არის განსხვავებული ტერუარი, განსხვავებული შესაძლებლობები. შესაბამისად, ვენახს ისე არ უნდა მოვუაროთ ფერდობზე, როგორც ვუვლით ჭალაში, ან პირიქით“,- აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლას განმარტებით, მევენახეობაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტრადიციული გამოცდილება, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც.