„ჩვენ არ გვაქვს წიაღისეული, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა ვიყოთ იმ რესურსებზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია„ - ამის შესახებ Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყურადღება გაამახვილებელია საქართველოს ადგილმდებარეობაზეც, რაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბენეფიტების მომტანი შეიძლება გახდეს.
"სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა მოგვცა ის, რომ გარკვეული ტვირთნაკადი ჩვენკენ წამოვიდა, მაგრამ მაინც არ ვართ მზად, ჩვენი ინფრასტრუქტურა არ არის მზად, რომ უფრო მეტი ტვირთის გატარება შევძლოთ,"-აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
როგორც Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ თუ გვექნება ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური, გამართული რკინიგზა და ინფრასტრუქტურა, ეს გაზრდის ჩვენს გამტარუნარიანობას. მისივე თქმით, საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობას დამატებით გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ნავსადგურებს უფრო მეტი დრაფტი (რა სიღრმეზეა ჩაშვებული გემი წყლში) ჰქონდეთ.