logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

Zuzumbo Resort & Spa ფართოვდება - აპრილში სასტუმროს კოტეჯი და საფეხბურთო მოედანი დაემატება

აპრილში სასტუმროს 1 კოტეჯური შენობა და საფეხბურთო მოედანი დაემატება, - ამის შესახებ კახეთში მდებარე სასტუმრო Zuzumbo Resort & Spa-ს გენერალურმა მენეჯერმა ლიკა პარწიკანაშვილმა  "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალ კოტეჯში 11 სასტუმრო ნომერი იქნება განთავსებული.

"2024 წელი კახეთისთვის ტურისტულად აქტიური წელი არ იყო. ეს განპირობებული იყო უამინდობით და გარდა ამისა, ტურისტები კახეთის რეგიონში დასვენებას უფრო დასავლეთის კურორტებს და ზღვის სანაპირო ქალაქებს არჩევდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლების მოთხოვნები შეიცვალა.

წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაზრდილია. მათ შორის, ტურისტული ჯგუფების მხრიდანაც. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ადგილობრივები ქართველები არიან, თუმცა რა თქმა უნდა გყვავს  უცხოელი მომხმარებლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან", - აცხადებს ლიკა პარწიკანაშვილი.

გარდა ამისა, როგორც სასტუმროს გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, Zuzumbo Resort & Spa წინასწარ ჯავშნებს აქტიურად იღებს და ძირითადად მოთხოვნა აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით არის.

"თელავში რამდენიმე საერთაშორისო სპორტული ტურნირი ტარდება და შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება. წინასწარი ჯავშნები გვაქვს როგორც აზიის, ისე ევროპის ქვეყნებიდან", - აცხადებს ლიკა პარწიკანაშვილი.

ცნობისთვის, 66 ნომრიანი სასტუმრო  Zuzumbo Resort & Spa 2020 წელს თელავში გაიხსნა. სასტუმრო 8 სართულიან მთავარ შენობასა და ფიჭვნარში განთავსებულ ცხრა კოტეჯს მოიცავს. სასტუმროს ბაზაზე განთავსებულია ასევე  რესტორანი ბარითა და ვერანდით, ლაუნჯი, ღია კაფე, კახური ეზო, ღია და დახურული საცურაო აუზები, საუნა, საკონფერენციო დარბაზი, საბავშვო სივრცე, ტურები კახეთის მასშტაბით.

პროექტის საინვესტიციო საწყისი მოცულობა 60 მლნ ლარს შეადგენს. დღეისათვის, Zuzumbo Resort & Spa 85-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით