logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

კანადის ფინანსთა მინისტრი - კანადა აშშ-ის პროდუქტზე ტარიფების დაწესებას 2 აპრილამდე გადადებს

კანადის ფინანსთა მინისტრი - კანადა აშშ-ის პროდუქტზე ტარიფების დაწესებას 2 აპრილამდე გადადებს

1741336776

კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის 4 ათასზე მეტ პროდუქტზე ტარიფების დაწესებას 2 აპრილამდე გადადებს.

ამის შესახებ განცხადებას დომინიკ ლებლაინი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა, რომ 2 აპრილამდე აჩერებს ტარიფებს აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაში გათვალისწინებული საქონლის ექსპორტზე. შედეგად, კანადა არ აამოქმედებს აშშ-ის 125 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე ტარიფების მეორე ტალღას 2 აპრილამდე. ამავდროულად, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ყველა ტარიფის მოსახსნელად“, – წერს კანადის ფინანსთა მინისტრი.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც დროებით ათავისუფლებს კანადურ და მექსიკურ საქონელს ტარიფებისგან, თუ ეს საქონელი აშშ-კანადა-მექსიკის შეთანხმებაშია გათვალისწინებული.

დოკუმენტის თანახმად, კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებული საქონელი გათავისუფლდება 25%-იანი ტარიფებისგან ერთი თვის განმავლობაში.

1tv.ge

გამოგვყევით