logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

2025 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ₾150 მლნ-ია გამოყოფილი

2025 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ₾150 მლნ-ია გამოყოფილი

1733827263

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947 მილიონი  ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

 მეწარმეობის განვითარება - 247 მილიონ ლარზე მეტი;

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 49 მილიონ ლარამდე;

 საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 102 მილიონ ლარამდე;

 ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 149 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის;

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70 მილიონი ლარი, ხოლო 21 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150 მილიონი ლარი.

 

გამოგვყევით