logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ირაკლი კობახიძე:ლარის კურსის დასტაბილურება გრძელდება

ირაკლი კობახიძე:ლარის კურსის დასტაბილურება გრძელდება

1733481360

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა,  ეროვნული ბანკის სწორი რეაგირებით ლარის კურსი სტაბილურდება და ეს დინამიკა გაგრძელდება.

„ლარის კურსი ქვემოთ ჩამოვიდა, იყო მცირე, მოკლევადიანი რყევები, თუმცა, ლარის კურსის დასტაბილურება გრძელდება. ეროვნული ბანკის სწორი რეაგირებით, ყოველდღიურად სახეზეა დადებითი დინამიკა. რა თქმა უნდა, ვითარების დამშვიდება კურსის დასტაბილურებას დამატებით ხელს შეუწყობს. 2-3 დღეში ლარის კურსი დაუბრუნდება იმ ნიშნულს, რა ნიშნულდანაც დაიწყო კურსის გაუფასურება. ეკონომიკა მუშაობს, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესიც“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით