logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფრენების უსაფრთხოება და კანონმდებლობა - რაზე იმსჯელეს საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე

ფრენების უსაფრთხოება და კანონმდებლობა - რაზე იმსჯელეს საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე

1733995689

ფრენების უსაფრთხოება და კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ საჰაერო სივრცის სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდების გაშვება, სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების წარმოება, პარაპლანებით სპორტული ფრენების განხორციელება და სხვა. შეხვედრაზე განიხილეს საჰაერო სივრცის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის მიმდინარე და აქტუალური საკითხები, ასევე შეაფასეს საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის, მისი ათვისების და გადანაწილების კუთხით არსებული მდგომარეობა.

„საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სამოქალაქო გადაყვანა-გადაზიდვების გათვალისწინებით. ამასთან, მატულობს საჰაერო სივრცის გამოყენება სხვა დანიშნულებითა და მიზნებით, რაც საჰაერო სივრცის ოპტიმალურ დაგეგმარებას, უწყებებს შორის კოორდინაციას და რისკების დეტალურ და ყოველმხრივი შეფასებას საჭიროებს. სამოქალაქო-სამხედრო მუდმივმოქმედი კომიტეტი აქტიურად ახორციელებს საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით, ამასთან გრძელდება მუშაობა საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში საერთაშორისო მოთხოვნების ასახვაზე,“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.

გამოგვყევით