logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

META-მ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს $1 მილიონი შესწირა - CNN

META-მ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს $1 მილიონი შესწირა.

შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა.

CNN-ი იტყობინება, რომ ცუკერბერგი ცდილობს უფრო აქტიური როლი ითამაშოს მომავალი ადმინისტრაციის ტექნიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა იმის ფონზე, რომ სულ რაღაც 4 წლის წინ  META-მ ტრამპი თავის პლატფორმებზე აკრძალა, თუმცა არჩევნებამდე ცუკერბერგი თანდათან ავლენდა მჭიდრო კავშირს ტრამპთან.

Facebook-ის დამფუძნებელმა ზაფხულში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის დანახვა, როგორ ადგა სახეში სროლის შემდეგ და ამერიკის დროშა ჰაერში ასწია,  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც კი ოდესმე უნახავს ცხოვრებაში. - თქვა მან The Circuit-თან ინტერვიუში.

ამასთან, ამერიკის ზოგიერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის რამდენიმე წამყვანი აღმასრულებელი დირექტორი - მათ შორის Apple-ის ტიმ კუკი, Google-ის Sundar Pichai და Amazon-ის ენდი ჯასი - ტრამპთან დაკავშირებას არჩევნებამდეც ცდილობდნენ.

თავის მხრივ, ტრამპს, როგორც ჩანს, სიამოვნებს თავისი თბილი ურთიერთობა ტექნიკურ ტიტანებთან, რომლებსაც ოდესღაც 2020 წლის არჩევნებში დამარცხებაში ადანაშაულებდა. ჯერ კიდევ მარტში, ტრამპმა Facebook-ი „ხალხის მტრად“ გამოაცხადა, რის შედეგადაც  კომპანია Meta-ს აქციები ერთ დღეში 4%-ზე მეტით დაეცა.

გამოგვყევით