მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა, დემოგრაფიული და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, ახალ მაცხოვრებლებს მიმზიდველ ფინანსურ პრივილეგიებს სთავაზობს. ამის შესახებ გამოცემა ნიუ-იორკ პოსტი წერს.
ექსპერტის, უეინ მილსის ინფორმაციით, ეს ინიციატივა ყველასთვის მომგებიანია. როგორც მილსი აღნიშნავს, ეს არის ორმხრივი სარგებელი - "თქვენ იღებთ ახალ დასაწყისს და ფინანსურ დახმარებას, ხოლო ადგილობრივი ეკონომიკა საჭირო სტიმულს".
ირლანდია
ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ირლანდია, რომელიც მრავალ ადამიანს იზიდავს როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ფინანსური შესაძლებლობების გამო. ქვეყნის ზოგიერთ დასახლებებში მზად არიან, ახალმოსახლეებს $90,000-მდე ფინანსური მხარდაჭერა შესთავაზონ, რათა გააძლიერონ სოფლის მოსახლეობა და გამოაცოცხლონ ადგილობრივი საზოგადოება.
იტალია
თუმცა, ირლანდია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ახალ მაცხოვრებლებს ფინანსურად ეხმარება. სამხრეთ იტალიის რეგიონი, კალაბრია, შესანიშნავი მაგალითია, სადაც ქალაქებსა და სოფლებში ახალგაზრდების და ახალი ნიჭის ნაკლებობა მძაფრად იგრძნობა. მაშინ, როდესაც ვენეციასა და რომში ტურისტული ნაკადების მართვა რთულდება, სამხრეთის დასახლებებში ახალ მაცხოვრებლებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობენ, რათა რეგიონის განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ. ეს პროგრამები მიზნად ისახავს მოსახლეობის შემცირების და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. გარდა ფინანსური სარგებლისა, ასეთი ინიციატივები კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და ადგილობრივი ეკონომიკის გაჯანსაღებასაც ემსახურება. ასე რომ, თუ თქვენ მზად ხართ ცხოვრების შესაცვლელად, ასეთი შეთავაზება შეიძლება საუკეთესო შანსი იყოს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.
შვეიცარია
გამოცემის თანახმად, შვეიცარიაც მზადაა ახალ მაცხოვრებლებს 23,000 დოლარი გადაუხადოს და დააზღვიოს . თუკი თქვენ 45 წლამდე ხართ და პატარა ქალაქში ცხოვრების იდეა არ გაშინებთ, შვეიცარიის ალპებში მდებარე სოფელ ალბინენს ახალმოსახლეების მისაზიდად საინტერესო შეთავაზება აქვს: 23,000 დოლარი თითოეულ ახალმოსახლე ადამიანს, პლუს 11,500 დოლარი თითოეულ ბავშვისთვის, ვინც თქვენთან ერთად გადავა.
თუმცა, არსებობს რამდენიმე პირობა. თქვენ უნდა დარჩეთ ალბინენში მინიმუმ ათი წლის განმავლობაში და გაიაროთ შვეიცარიის მოქალაქეობის მიღების რთული პროცესი. მიუხედავად ამ სირთულეებისა , შვეიცარიის მაღალ სტანდარტებზე და ცხოვრების ხარისხზე დაფიქრება, მაინც ღირს.
შვეიცარია სტაბილურად სახელდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში. ალბინენის ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლის ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ზრდას, რაც ამ რეგიონის გრძელვადიანი განვითარების გარანტია გახდება. თუკი ახალი ცხოვრების დაწყება შვეიცარიის ალპებში თქვენი ოცნებაა, ეს შეთავაზება შესაძლოა თქვენი შანსი იყოს.
ესპანეთი
ნიუ იორკ პოსტის სიაში ესპანეთსაც ნახავთ, კონკრეტულად კი პონგას, სადაც თქვენ 3,200 დოლარს გადაგიხდიან და ამდენივეს დაგიმატებენ თითოეულ ბავშვზეც.
„პონგა ტურისტებისთვის ცოტა მოშორებულია, თუმცა მისი მთიანი ლანდშაფტი აბსოლუტურად თვალწარმტაცი. ეს იდეალური ადგილი იქნება ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრებისთვის“ - ვკითხულობთ გამოცემაში.
საბერძნეთი
საბერძნეთის ისეთი მიმართულებები როგორებიცაა მიქონოსი, ტურისტების რაოდენობას ვერ აუდის, მაშინ როცა ანტიკითერას ლამაზი კუნძულზე ვითარება პირიქით არის.
კუნძილზე სგადასვლის შემთხვევაში სახელმწიფო — 500-ზე მეტი გადაგიხდით ყოველ თვე, სამი წლის განმავლობაში. „ამჟამად ანტიკითერაზე მხოლოდ 45 მუდმივი მაცხოვრებელია, ამიტომ ეს არის წყნარი და ერთგული კომუნა,“ -ვკითხულობთ ციტატას გამოცემის სტატიაში.
იაპონია
სტატიაში კიდევ ერთი მიმართულებაა იაპონია. როგორც ვკითხულობთ ,ქვეყანა სავსეა პატარა ქალაქებით, რომლებიც მოსახლეობის მკვეთრ შემცირებას განიცდიან. ქვეყნის რეგიონული განახლებების პროგრამა ითვალისწინებს გრანტებს 31,000 დოლარამდე მათთვის, ვინც მზადაა გადახვიდეს ერთ-ერთ ასეთ ქალაქში.
კანადა
ნიუ -იორკ პოსტის სტატიის ბოლო მიმართულება კანადაა. ქვეყნის მთავრობა 14.400-ს დოლარს გადაუხდის მათ, ვინც კანადაში ოთხი წლის განმავლობაში ისწავლის, მანამ სანამ საცხოვრებლად ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ პროვინციაში გადავლენ, რომელიც, როგორც გამოცემა ამბობს, კვალიფიციურ პროფესიონალებს სერიოზულ ნაკლებიბას განიცდის.