logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ისტორიაში პირველად, ავიაკომპანიებმა $1 ტრილიონი გამოიმუშავეს

ისტორიაში პირველად, ავიაკომპანიებმა $1 ტრილიონი გამოიმუშავეს - წერს CNN-ი.

გლობალური ავიახაზების ინდუსტრია მომავალ წელს სავარაუდოდ 1 ტრილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს მიიღებს, რადგან მგზავრების რაოდენობა, როგორც ჩანს, ყველა დროის მაქსიმუმს 5 მილიარდს მიაღწევს - ამის შესახებ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) განაცხადა.

IATA-მ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ავიახაზების საშუალო მოგება ერთ მგზავრზე მომავალ წელს დაახლოებით $7-მდე გაიზრდება, რაც მკვეთრად აღემატება 18 თვის წინ არსებულ $2,25-ს. წელს მოსალოდნელია, რომ მოგება ერთ მგზავრზე $6.40 იქნება.

ამასთან, მოსალოდნელია რომ მომავალ წელს ახლო აღმოსავლეთის ავიახაზები მგზავრზე 24 დოლარის მოგებით ლიდერ პოზიციას დაიკავებს, რასაც მოჰყვება ამერიკული ავიახაზები 12 დოლარით და ევროპული ავიახაზები 9 დოლარით. IATA ელოდება, რომ ავიაკომპანიები აფრიკაში, ლათინურ ამერიკასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ნაკლებად მომგებიანი იქნება, ვიდრე ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს მაჩვენებლები განსაცვიფრებელია, იმ დანაკარგების შემდეგ, რაც სექტორში პანდემიის გამო 2020-დან 2022 წლამდე ზედიზედ სამი წელი ფიქსირდებოდა, რამაც $187 მილიარდი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მოგზაურობაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, რომელიც გაძლიერდა Covid-ის ეპოქის სამოგზაურო შეზღუდვების მოიხსნასთან ერთად, სწრაფად აღადგინა ავიაკომპანიის მოგება და ზოგიერთ გადამზიდველს ბილეთებზე უფრო მაღალი ფასების დაკისრების საშუალებაც მისცა.

გამოგვყევით