logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით - სს "წყალი მარგებელი"

კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით - სს "წყალი მარგებელი"

1733765640

სს "წყალი მარგებელი" სოციალურ ქსელ Facebook-ში სპეციალურ განცხადებას ავრცლებს. 

" სს ,,წყალი მარგებელი" უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით. 

დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით. 

ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის! მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი,"- აღნიშნულია სს "წყალი მარგებელის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოგვყევით