რადიკალურად არაფერი შეცვლილა, თუმცა ჯავშნების მცირე ნაწილი, უფრო მეტად ევროპული ქვეყნებიდან გაუქმდა, - ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჯავშნები აზიური ქვეყნებიდან არის და ასევე, ახალი წლის პერიოდში ყოველთვის სომხეთი და აზერბაიჯანი ჭარბობს.
"მოთხოვნამ იკლო. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ დაახლოებით, 10%-ით არის შემცირებული მოთხოვნა. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რომ ახალი წლის პერიოდში 100%-იანი დატვირთულობა გვქონდეს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული მაჩვენებელი არ არის", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.
ცნობისთვის, ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები საპროტესტო აქციებს თითქმის 1 კვირაა, რაც ყოველ დღე მართავენ. აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე სასტუმრო ბიზნესი შემცირებ მოთხოვნაზე საუბრობს.